ლაბორატორიული მედიცინის კვირეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლაბორატორიული მედიცინის კვირეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

აპრილის ბოლო კვირას მსოფლიოში  სამედიცინო ლაბორატორიის პროფესიონალების კვირეული აღინიშნება, რომელიც ხაზს უსვამს ლაბორატორიული მედიცინის დიდ მნიშვნელობას როგორც დიაგნოსტიკის პროცესში, ისე ზოგადად თანამედროვე მედიცინაში. საქართველო, და კერძოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა კამპანიას. 

მიმდინარე წლის კვირეულის სლოგანია „ლაბორატორიები გადაარჩენენ სიცოცხლეს“ .

2025 წლის 26 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრებილმა ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლებმა აღნიშნული თარიღი მრავალფეროვანი და კრეატიული ღონისძიებებით აღინიშნეს.

შეხვედრა გახსნეს და კოლეგებს  სიტყვით მიმართეს: ნინო აბსესაძემ, მარდალეიშვილის კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორმა და პროფესორმა ნინო გოგოხიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ქართველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცეს  (International Federation of Clinical Chemistry and Laboratory Medicine - IFCC) პრეზიდენტმა, პროფესორმა თომაზ ოზბენმა და ევროპის ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციის (European Federation of Clinical Chemistry and Laboratory Medicine - EFL) პრეზიდენტმა, მარიო პლებანმა, რომლებიც ღონისძიებას ონლაინ დაესწრნენ.

ორგანიზატორებმა ლაბორატორიული მედიცინის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საჩუქრები გადასცეს პროფესორ ალა (აკა) ზედგენიძესა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსს ნინა ბუკიას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დარგის პროფესიონალების მიერ შექმნილი მხატვრული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. შეხვედრა დასრულდა შემოქმედებითი საღამოთი.