ლექცია - კიბოს რისკის შეფასება და კიბოს პერსონალიზებული პრევენცია

ლექცია - კიბოს რისკის შეფასება და კიბოს პერსონალიზებული პრევენცია

2018 წლის 28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა წაიკითხა ლექცია - "კიბოს რისკის შეფასება და კიბოს პერსონალიზებული პრევენცია".

ღონისძიება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და  კომპანია  Cellmax life-ის (კალიფორნია, აშშ) ერთობლივი კოლაბორაციული პროექტის (ლექციათა ციკლი პერსონალიზებულ ონკოლოგიაში) რიგით პირველი ლექციაა.  

შეხვედრა  გახსნეს და საზოგადოებას ახალი პროექტის შესახებ ესაუბრნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის ვიცე-რექტორი ასოცირებული-პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, პროფესორები: თინათინ ჩიქოვანი,  რემა ღვამიჩავა და დავით ქოჩიაშვილი. 

პერსონალიზებული ონკოლოგია არის ფაქტებზე დამყარებული, ინდივიდუალიზებული მედიცინა, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ პაციენტს მკურნალობა გაეწიოს სწორად შერჩეული წამლით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს და ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს. ლექციებზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენეტიკური ტესტირება, დამიზნებითი წამლები, კიბოს განვითარების პროფილაქტიკა, კიბოს მკურნალობა და მოლეკულური დიაგნოსტიკა. ბიომარკერები და მოლეკულური ინდივიდუალური მედიცინა თანდათან ანაცვლებს ტრადიციულ მედიცინას, რაც ექიმთთათვის ახალი ინფორმაციების მიწოდების აუცილებლობას განაპირობებს.

ლექციებზე დასწრების შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ თსსუ-სა და Cellmax life-ის ერთობლივ სერტიფიკატს. ლექციები ჩატარდება თვეში ერთხელ და მათ წაიკითხავენ პროფესორები: რემა ღვამიჩავა, ირაკლი კოხრეიძე და დავით ქოჩიაშვილი.