ლექცია - ლიზოსომური ენზიმების მნიშვნელობა პარკინსონის დაავადების დროს

ლექცია - ლიზოსომური ენზიმების მნიშვნელობა პარკინსონის დაავადების დროს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია პერუჯის (იტალია) უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტ ,,Erasmus +"-ის კოორდინატორი ტომასო ბეკარი,  რომელმაც  2017 წლის 28 ივნისს, თსსუ-ის მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის  წაიკითხა ლექცია - "ლიზოსომური ენზიმების მნიშვნელობა პარკინსონის დაავადების დროს".
სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები პროექტ – "Erasmus +"–ის ფარგლეში მობილობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პერუჯის უნივერსიტეტს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობს.
შეხვედრა ინტერაქტიული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.