ლექცია – ,,წამალდამოკიდებულება ბიო–ფსიქო–სოციალური დაავადება“

ლექცია – ,,წამალდამოკიდებულება ბიო–ფსიქო–სოციალური დაავადება“

2016 წლის 4 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  გაიმართა საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის – ,,წამალდამოკიდებულება ბიო–ფსიქო–სოციალური დაავადება“.  ლექცია წაიკითხა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა სოფო მოსიამ.

ღონისძიება თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა– 2016“–ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების დევიზს  წარმოადგენდა  – ,,დაძლიე დამოკიდებულება“.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: წამალდამოკიდებულება, მისი გამომწვევი ძირითადი ნივთიერებები და მათი მოქმედების მექანიზმი, პრევენციული ღონისძიებები, მკურნალობის სახეები  და რეაბილიტაცია.