ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2017 წლის 12 ოქტომბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია - ,,მაგიური რეალიზმი ლიტერატურაში“,  რომელიც მისი პოპულარული რადიო-პროექტის ცოცხალ ფორმატს წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს  მსოფლიო და ქართველი კლასიკოსების  რომანები:  გაბრიელ გარსია მარკესის - „მარტოობის 100 წელიწადი“; გურამ დოჩანაშვილის - „სამოსელი პირველი“; და ოთარ ჭილაძის - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. 

საჯარო ლექციის დასრულებისთანავე გაიმართა დისკუსია, ბატონმა ლევანმა უპასუხა შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კომპანია ჯეოსელის პროექტ ,,ვიცის” ფარგლებში გაიმართა და ის ახალგაზრდებში აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ლიტერატურის სიყვარულის და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. წლის განმავლობაში ყველა უნივერსიტეტი, რომელიც ჩართულია პროექტში „ვიცი“ , საინტერესო ადამიანების, საჯარო ლექციების, საუბრების მასპინძელი იქნება.