ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) და კვებეკის უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) და კვებეკის უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 14-18 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ლიეჟის უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიშელ ფრედერიკი, დეპარტამენტის პროფესორი პასკალ ტულიო, კვებეკის უნივერსიტეტის ფუნდამენტური მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ანდრე პიჩეტი.

უცხოელმა კოლეგებმა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

     


– „ალკალოიდების დახასიათება, გავრცელება მცენარეთა სამყაროში და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები“;
– „შესავალი ლექცია ფარმაცევტულ ქიმიაში. ორგანული ნაერთების სტრუქტურის ანალიზი UV (ულტრაიისფერი) და IR (ინფრაწითელი) ინსტრუმენტული მეთოდებით“;
– „ბუნებრივი ნაერთების ქიმია“;
– „ავთვისებიანი სიმსივნის და მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო მცენარეები“;
– „ორგანული ნაერთების სტრუქტურის ანალიზი ბირთვულ - მაგნიტური რეზონანსის RMN 1H მეთოდით“;
– „ორგანული ნაერთების სტრუქტურის ანალიზი ბირთვულ - მაგნიტური რეზონანსის RMN 13C და RMN 2D მეთოდებით“;
– „ორგანული ნაერთების სტრუქტურის ანალიზი მას-სპექტრომეტრიული მეთოდით“;
– „ბუნებრივი ნაერთების დახასიათება თანამედროვე სპექტრული მეთოდებით“.

     


უცხოელი პროფესორები შეხვდენენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის დეპარტამენტის პროფესორი, ფარმაკოგნოზიის მიმართულების ხელმძღვანელი დავით ჭინჭარაძე, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი,კვებეკის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი ვახტანგ მშვილდაძე.

შეხვედრაზე განიხილეს ლიეჟისა და კვებეკის უნივერსიტეტებსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები: სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ.