ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიოლოგიური სისტემებისა და გენეტიკური კვლევის ინსტიტუტის პროფესორის, ელენა ლოგინოვიჩის ვიზიტი თსსუ-ში

ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიოლოგიური სისტემებისა და გენეტიკური კვლევის ინსტიტუტის პროფესორის, ელენა ლოგინოვიჩის ვიზიტი თსსუ-ში

2023 წლის 15-19 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიოლოგიური სისტემებისა და გენეტიკური კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ელენა ლოგინოვიჩი. 

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ელენა ლოგინოვიჩი ესტუმრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიის და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტს, სადაც გაეცნო დეპარტამენტში მიმდინარე სასწავლო პროცესს, ხოლო 15-17 მაისს თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი შემდეგი თემატიკით: 

ადამიანის პათოგენური პარაზიტების მორფოლოგია და ბიოლოგია. პარაზიტების კლასიფიკაცია; 

ადამიანის პარაზიტული დაავადებების კლასიფიკაცია, გადაცემის ძირითადი გზები; 

ჰელმინთოზების ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კლასიფიკაცია.

პროფესორი ლოგინოვიჩი, ასევე, ესტუმრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს და გამართა შეხვედრა თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსთან ირინა კაპეტივაძესთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

 აღსანიშნავია, რომ პროფესორ ელენა ლოგინოვიჩის ვიზიტი განხორციელდა Erasmus + KA107 პროექტის ფარგლებში.