2023 წლის 23-27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს Erasmus+ პროექტის ფარგლებში ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაცია პროფესორების: ვიდმანტას ვაიჩიულისის და ოლგა მასჩერიაკოვას შემადგენლობით.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ: თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკის და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ლევან ბარამიძეს და ამავე დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ირინა ზარნაძეს; კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ შალვა ზარნაძეს; ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ნინო კილაძეს; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ERASMUS+ ოფისის კოორდინატორს ნინო კანდელაკს.
შეხვედრაზე განხილულ იყო არსებული თანამშრომლობის მიღწევები და დაიგეგმა მობილობები თსსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
აღსანიშნავია, რომ 23-24 იანვარს პროფესორმა ვიდმანტას ვაიჩიულისმა სამაგისტრო პროგრამების: "ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება" და "რეაბილიტაციაში მრჩეველი" სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა.
ERASMUS+ პროექტის ფარგლებში ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტი თსსუ-ის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია ლიეტუვაში.