ლისაბონში  ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის კონგრესი „ევროპრევენტ 2019“ გაიმართა

ლისაბონში ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის კონგრესი „ევროპრევენტ 2019“ გაიმართა

2019 წლის 11-13 აპრილს ლისაბონში (პორტუგალია) ჩატარდა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის კონგრესი „ევროპრევენტ 2019“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის რეაბილიტაციურ მეცნიერებათა მიმართულების ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორმა, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა ლელა მასხულიამ; ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მარინე მათიაშვილმა და ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ასისტენტ-პროფესორმა ნინო ცხვედიანმა. კონგრესზე მათ მონაწილეობა მიიღეს სპორტის კარდიოლოგიის ჯგუფის მუშაობაში, ასევე წარმოადგინეს სასტენდო მოხსენება ,,ოქსიდაციური სტრესის და ანტიოქსიდანტური სტატუსის შეფასება ქართველ ელიტურ სპორტსმენებში გადაწვრთნის სინდრომით“.