ლიტველი პროფესორი სამედიცინო უნივერსიტეტში

ლიტველი პროფესორი სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიტვა) ასოცირებული პროფესორი  მარია იაკუბაუსკინე, რომელმაც 20, 21 და 25 ოქტომბერს წაიკითხა სალექციო კურსი სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  მე–3 – მე–8 სემესტრების სტუდენტებისათვის  შემდეგ თემებზე: საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური განვითარება და გლობალური გამოწვევები ევროპაში, ჯანმრთელობის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ქცევითი დაავადებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

სალექციო კურსი წაკითხული იქნა  კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში.

პროფესორი  მარია იაკუბაუსკინე არის მრავალი საერთშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და წევრი.

მას შეხვედრები ჰქონდა სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ირაკლი მჭედლიშვილთან და „კვებისა და ასაკობრივი მედიცინის  დეპარტამენტის“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის“  აკადემიურ პერსონალთან.

შეხვედრების დროს დაისახა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.