ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 21 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გინტარას შეპონავიციუსი.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე, ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროკავშირის დახმარების საკოორდინაციო დეპარტამენტის დირექტორი რაიმუნდას პასკევიციუსი, ლიტვის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ვიცე–დეკანი, პროფესორი რენალდას ჯურკევიციუსი, ვილნიუსის უნივერსიტეტის ვიცე–დეკანი ჯურას ბანისი, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის დეკანი ზიგმას ლიდეკა, სიაულიაის უნივერსიტეტის დეკანი ვიდას ლაურუსკა.

     

შეხვედრაზე განიხილეს ლიტვის უნივერსიტეტებსა და თსსუ-ს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები: სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ.

ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა თსსუ-ის ადმინისტრაციას გულთბილი დახვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ლიტვის უნივერსიტეტებსა და თსსუ-ის შორის მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.