ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის,  გრჟეგორჟ  ძიდას ლექციები

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გრჟეგორჟ ძიდას ლექციები

   
   

2016 წლის 28-30 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ეწვია ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  გრჟეგორჟ  ძიდა.

ვიზიტისას პოლონელი სტუმარი შეხვდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე-რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, დავით დელიბაშვილს და მის მოადგილეს ირინა კაპეტივაძეს.

პროფესორმა ძიდამ დაათვალიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა,  გაეცნო რამდენიმე განყოფილების მუშაობას. იგი შეხვდა კლინიკის გენერალურ დირექტორს, ირაკლი კოხრეიძეს, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.

თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ასოცირებულმა პროფესორმა  გრჟეგორჟ  ძიდამ  უნივერსიტეტის  სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები: „ლიპიდური ცვლის დარღვევები - ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტირება და მართვა“ და „სიახლეები დიაბეტის მკურნალობაში“.