ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სხელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სხელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 24 - 28 აპრილს, ევროკავშირის  საგრანტო პროგრამის ,,ერაზმუს +“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული შტატის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ:ლუბლინის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის  ფაკულტეტის პროფესორი ტომაშ   ბიეჟენეკი    და საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის ხელმძღვანელი იზაბელა ვიტკოვსკა.
25 აპრილს სტუმრები შეხვდნენ თსსუ-ის ვიცე რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს. შეხვედრას ესწრებოდნენ: „ერაზმუს +“-ის პროექტის კოორდინატორი ნინო კანდელაკი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ბექა გოგინაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ტომაშ ბიეჟენეკი თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში წაიკითხავს ლექციებს სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 28 აპრილს კი იზაბელა ვიტკოვსკა ,,ერაზმუს+“-ის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისათვის წარმოადგენს პრეზენტაციას.
აკადემიური პერსონალის  გაცვლითი ვიზიტი ,,ერაზმუს+“-ის  პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პირველად განხორციელდა.