ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორის ზაალ კოკაიას ლექცია – “ღეროვანი უჯრედები და მათი პოტენციალი ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ” თსსუ–ში

ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორის ზაალ კოკაიას ლექცია – “ღეროვანი უჯრედები და მათი პოტენციალი ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ” თსსუ–ში

2013 წლის 21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) დირექტორმა პროფესორმა ზაალ კოკაიამ თსსუ–ის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე – “ღეროვანი უჯრედები და მათი პოტენციალი ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ”.

ლექციას ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე,  რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.