მადლობა რეზიდენტურის სამსახურს

მადლობა რეზიდენტურის სამსახურს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი სწავლების დონის ამაღლება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა. თუ როგორ ვითარდება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგები გვაქვს სახეზე, ამას ცხადყოფს თავად სტუდენტთა და რეზიდენტთა განწყობა. თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ადმინისტრაცია და პროფესორ მასწავლებლები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს დიპლომამდელი და დილომისშემდგომი განათლების პროცესს, ყოველთვის მზად არიან მოისმინონ სტუდენტთა და რეზიდენტთა წინადადებები, შენიშვნები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

სასიხარულოა, რომ სხვადასხვა სარეზიდენტო პროგრამების  რეზიდენტებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში უხდებოდათ ბევრ საუნივერსიტეტო კლინიკასა და აფილირებულ დაწესებულებებში მოდულების გავლა, თავისი კმაყოფილება სასწავლო პროცესის გამო წერილით დააფიქსირეს. პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას სახელზე მიწერილ  წერილში ისინი მადლობას უხდიან რეზიდენტურის სამსახურის უფროსს, პროფესორ ნანა კოჭლავაშვილს, კოორდინატორს, მაია ლომინაძეს.

„ამ სამსახურის შრომა შეუფასებელია იმ დიდ სფეროში, რომელსაც დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ჰქვია. მათი მხრიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა სრული მხარდაჭერა და პრობლემების შემთხვევაში უმოკლეს დროში სწრაფი რეაგირება და კვალიფიციური დახმარება. ისინი დაუზარელად და მოთმინებით გვისმენდნენ და უხვად იძლეოდნენ რჩევა–დარიგებებს“, – წერენ რეზიდენტები: ვლადიმერ მამრიკიშვილი (სამედიცინო რადიოლოგია), რუსუდან ძოწენიძე (სამედიცინო რადიოლოგია), ქეთევან გრიგალაშვილი (მეანობა–გინეკოლოგია), თამარ გვაზავა (მეანობა–გინეკოლოგია), თამარ მათითაშვილი (მეანობა–გინეკოლოგია), ხათუნა გაბრიჭიძე (მეანობა–გინეკოლოგია), რუსუდან გიგანი (მეანობა–გინეკოლოგია), მეგი კვირცხელიანი ( მეანობა–გინეკოლოგია), სალომე გურეშიძე (მეანობა–გინეკოლოგია), ჟანა ყალიჩავა (ლაბორატორიული მედიცინა), ეკა გორგაძე (ლაბორატორიული მედიცინა), თამრიკო ჩიტაია (ლაბორატორიული მედიცინა), მარიკა ცომაია (სამედიცინო რადიოლოგია), თეა მარდიაშვილი (ნარკოლოგია), მაია ცქვიტიშვილი (ნარკოლოგია), ნინო ბარამიძე (ნარკოლოგია), იზოლდა გულიაშვილი (ნარკოლოგია), ნინო ზურაბაშვილი (მეანობა–გინეკოლოგია) და ვალენტინა მელუა (მეანობა–გინეკოლოგია).