მადლობის წერილები საქართველოს სპეციალური ოლიმპიადიდან

მადლობის წერილები საქართველოს სპეციალური ოლიმპიადიდან

2014 წლის  14-18 მაისს თბილისში, მ. მესხის სახელობის სტადიონზე  ჩატარდა თბილისის ევროპული საერთაშორისო სპეციალური ოლიმპიური ტურნირი ფეხბურთში „თბილისი 2014“. ტურნირის ძირითადი მიზანი იყო შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, ასევე მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და საფეხბურთო თანამეგობრობაში ჩართვა.

ტურნირში, რომელსაც  მხარს უჭერდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და UEFA Repect –ი, მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის 180-მდე ათლეტმა. 

ტურნირის მსვლელობის დროს განხორციელდა სპეციალური ოლიმპიადის პროგრამა Healthy Atheletes – Special Smiles და იგი ითვალისწინებდა კვირეულის მონაწილე ათლეტთა სამედიცინო (სტომატოლოგიურ) გასინჯვასა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას, რაც  უზრუნველყვეს სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N 1 სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლებმა: გიორგი დუღაშვილმა, ირმა ბოცვაძემ, თამარ კოჭლაშვილმა, ნანა სულაძემ და თამარ რატიანმა. ამის გამო საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა  და მისი დირექტორი ჟ. გოცირელი  განსაკუთრებულ მადლობას უხდის კლინიკის ხელმძღვანელობას და  მის კოლექტივს. მადლობის წერილები მიიღეს სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N 1 სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორმა, დავით ხვედელიანმა.

     

 მადლობის წერილი

 მადლობის წერილი