მადლობის წერილი

მადლობის წერილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მეხუთე კურსის XI და XVI ჯგუფის სტუდენტები უდიდეს მადლობას უხდიან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის  და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კოლექტივს, სადაც ისინი გადიოდნენ ფსიქიატრიის მოკლე კურსს. კურაციისას სტუდენტების ყურადღება მიიპყრო სისუფთავემ, სიმშვიდემ და  სათნოებამ, რომელიც  ამ დაწესებულებაში სუფევდა.

სტუდენტები, ასევე,  მადლობას უხდიან მათ პედაგოგს, ექიმ–ფსიქიატრს, პროფესორ ვაჟა კენჭაძეს. მასთან ერთად ისინი ხშირად ხვდებოდნენ პაციენტებს და ხედავდნენ თუ როგორი სიხარულით ხვდებოდნენ ფსიქიურად დაავადებული პაციენტები ბატონ ვაჟას. ისინი ხომ ყველაფერს გრძნობენ და ამ სიხარულით გამოხატავდნენ მადლიერებას,  მათთვის აღმოჩენილი ყურადღებისა და სითბოსთვის.  ერთ–ერთმა პაციენტმა, მხატვარმა,  ნახატებიც  კი უსახსოვრა სტუდენტებს.

სტუდენტები განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ მწოლიარე პაციენტებს, რომელთაც სანიტრები და ექთნები საკუთარი ხელით აჭმევდნენ და უანგაროდ უვლიდნენ.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გულისტკივილით ამთავრებენ კურაციას და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ.