მადლობის წერილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

მადლობის წერილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ზურაბ ვადაჭკორიას!

ორგანიზაცია "ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი" მადლობას გიხდით თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებაში მყოფი გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალს ქ. ბორჯომში 12–13 ოქტომბერს ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისათვის, რომლის ფარგლებშიც გასინჯული იქნა 500–ზე მეტი პაციენტი, გაკეთდა ათასზე მეტი სამედიცინო კონსულტაცია.

აქციის ფორმატში ბორჯომის რაიონის მაცხოვრებლებს ჩაუტარდათ სხვადასხვა პროფილის ექიმთა კონსულტაციები, ექოსკოპიური გამოკვლევები.

მადლობას ვუხდით პროფესორებს, ექიმ – სპეციალისტებს გაწეული დახმარებისთვის, თანადგომისთვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.

პატივისცემით, ორგანიზაცია "ქართული ოცნება– ჯანმრთელი მომავალი"– ს პრეზიდენტი ქეთევან ბარათელი