მადლობის წერილი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს

მადლობის წერილი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს

29-31 მარტს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით,  თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა თბილისი - ძიუდო 2019 წლის გრან პრის საერთაშორისო ღონისძიება , რომელსაც საქართველოს დედაქალაქმა უკვე მეექვსედ უმასპინძლა. თბილისის გრან პრიზე,  52 ქვეყნის 400-ზე მეტმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მათ შორის საქართველოს ნაკრები 28 ვაჟითა და 9 ქალით წარსდგა, რომელთაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს. 

გრან პრიზე სპორტესმენების სამედიცინო სერვისებით მხარდაჭერას სპორტული მედიცინის ასოციაცია ახორციელებდა.  ასოციაციისგან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც, ასევე, დიდი როლი  ითამაშეს სპორტსმენების მხარდაჭერაში, მიიღეს  მადლობის წერილი.

მათ შემადგენლობაში შედიოდნენ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის IV კურსის III ჯგუფის სტუდენტები:

მარიამ სანდორიშვილი
მარიამ დალაქიშვილი
მარიამ ვარშანიძე
სოფიო ჯაჯანიძე
გიორგი მეტივიშვილი
ლაშა მამრიკიშვილი
ირაკლი ებელაშვილი