მასტერკლასი -,,თანამედროვე  მიღწევები  და  გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში“

მასტერკლასი -,,თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში“

2019 წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი- 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი  ,,თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა სემესტრის სტუდენტები.

მასტერკლასი წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის ოდონტოლოგიის დეპარტამენტმა.

წელსაც, ოდონტოლოგიის დეპარტამენტმა, კლინიკის რეზიდენტებთან ერთად  პრაქტიკული აქტივობებით გამდიდრებული, ინფორმაციული  შოუ მოაწყო.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თანამედროვე ოპერაციულ სტომატოლოგიაში გამოყენებულმა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების დემონსტრირებამ.