მასტერ–კლასი დენტალურ  იმპლანტაციაში

მასტერ–კლასი დენტალურ იმპლანტაციაში

თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 21–22 თებერვალს  თსსუ–ისა და  "ალფა-ბიო"-ს მხარდაჭერით ("ALPHA-BIO TEC"), კომპანია “იმპლადენტის” ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა ორდღიანი მასტერ-კლასი. მასტერ–კლასს ესწრებოდნენ თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, ამავე ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე გამოცდილი ექიმები და დამწყები სტომატოლოგებიც. როგორც თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა აღნიშნეს, ამ მასტერ–კლასს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. თეორიული ინფორმაცია კიდევ ხელმისაწვდომია იმპლანტაციასა და ორთოპედიაზე, მაგრამ ასეთი დონის მასტერ–კლასზე დასწრება, იშვიათი შესაძლებლობა გახლდათ თითოეული ჩვენგანისთვისო. მასტერ–კლასზე განიხილეს თემები: იმპლანტაციის ძირითადი პრინციპები, ნაკერების დადების მეთოდიკა,  ღრძილის ფორმირების შერჩევის კრიტერიუმი, ანაბეჭდების აღება, ორთოპედიული რესტავრაციის მთელი სპექტრი, უპასუხეს შეკითხვებს და ყურადღება გაამახვილეს ხშირად დაშვებულ შეცდომებზე.