მეცნიერება, თანამშრომლობა და ახალი პერსპექტივები - თსსუ ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაზე

მეცნიერება, თანამშრომლობა და ახალი პერსპექტივები - თსსუ ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტი და მოწვეული პედაგოგი 2025 წლის 24-27 მაისს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაზე (European Human Genetics Conference – ESHG 2025), რომელიც მილანში, იტალიაში გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში თსსუ--ს დელგაციის წევრებმა წარადგინეს პოსტერული მოხსენებები, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო და საორგანიზაციო ღონისძიებებში.

-წარმოდგენილი პოსტერული მოხსენებები შეეხებოდა მრავალფეროვან და ინოვაციურ თემებს, მათ შორის:

-საქართველოში ნეირომკუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის შეფასება,

-იშვიათი ძვლოვანი დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით,

-საქართველოში დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი „Art Genome“, გენეტიკური განათლების ხელშეწყობა სტუდენტური ჟურნალ კლუბის მეშვეობით.

კონფერენციის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების ბორდის შეხვედრას, რომლის წევრიც 2019 წლიდან არის თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე. შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი საერთაშორისო პროექტებისა და კვლევების განხორციელების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს ჩართულობა იშვიათი და გენეტიკური დაავადებების კვლევაში.

ასევე, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების განათლების კომიტეტის შეხვედრაში, რომლის წევრიც თავად გახლავთ. შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოში 5-დღიანი სასწავლო კურსის – „ტრანსლაციური ეპიგენეტიკა ზუსტ მედიცინაში“ ჩატარება, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში თელავში გაიმართება.