,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017 დასრულდა

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017 დასრულდა

   
   

2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა - გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები. ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.

წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.

სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერების დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, კვებეკის (კანადა) უნივერსიტეტის პროფესორს ვახტანგ მშვილდაძეს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფს: პროფესორ თინათინ ჩიქოვანს, ასოცირებულ პროფესორებს ია ფანცულაიას, ნინო ქიქოძეს და ნონა ჯანიკაშვილს.

გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ.