მედიცინის ფაკულტეტის 10 სტუდენტი საზაფხულო სკოლაში

მედიცინის ფაკულტეტის 10 სტუდენტი საზაფხულო სკოლაში

2018 წლის 10 აგვისტოდან 26 აგვისტომდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 სტუდენტი: გორგაძე ვახტანგი; პაიჭაძე მარიამი; ხუნწარია ანა; მიქაბერიძე ანა; ბატიაშვილი ელისაბედი; ნემსაძე გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ჭიღლაძე ნუცა, ახმეტელი მარიამი, სარდაროვა ნანა, იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ უტრეხტში ადამიანის ანატომიისა და ქირურგიული სპეციალობების დეპარტამენტში თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის ღრუსა და მენჯის ანატომიური დისექციის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. 

საზაფხულო სკოლაში სტუდენტებმა შეისწავლეს ანატომიური და ქირურგიული კვეთის მეთოდები, დაათვალიერეს ანატომიური მუზეუმი, ანატომიური სამ განზომილებიანი სწავლების მეთოდი და დაესწრნენ ანატომიის პრაქტიკულ მეცადინეობებს. კურსის დასრულების შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რონალდ ბლეისმა, ქართველი სტუდენტები  კურსის წარმატებით დასრულებისათვის დააჯილდოვა სერტიფიკატებითა და სამახსოვრო სახელმძღვანელოებით.