მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის  კურსდამთავრებულთა ცერემონია

მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა ცერემონია

მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა ცერემონია. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები  და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები.

სტუდენტებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს: თსსუ–ს რექტორმა, ვიცე–რექტორმა, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დავით თოფურიამ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ  სამედიცინო უნივერსიტეტი მუდამ მათ გულშემატკივრად დარჩება, ყოველთვის თვალს ადევნებს თითოეულის წარმატებას  და  გაიზიარებს  მათი მიღწევებით გამოწვეულ სიხარულს.

კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადაეცათ დიპლომები. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ კურსდამთავრებულს ცხოვრების ასპარეზზე, სადაც მიღებული ცოდნის გამოყენება და კარიერული წინსვლა ელოდებათ.