მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

2013 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “წითელ დარბაზში” ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

   

ცერემონიალს ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი ლევენთ მურათ ბურჰანი, ელჩის მეორე მდივანი განათლების სამრჩევლოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი მუჰამეთ იალჩინი, თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი.

       

2012/2013 სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა დაამთავრა მსოფლიოს 7 ქვეყნის 72 სტუდენტმა (საქართველო, თურქეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა,  სირია, პაკისტანი, რუსეთი).

კურსდამთავრებულებს, დიპლომთან ერთად გადაეცათ საავტორო მედლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად გადაღებული საიუბილეო ფილმი და წიგნი.

დასასრულს, უცხოელმა სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.