მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება გერმანიაში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება გერმანიაში

2014 წლის 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები:  გვანცა სიდამონიძე(V კურსი), ანა დანგაძე (IV კურსი), ლაშა შაქარაშვილი  (IV კურსი) და თენგიზ ნაცვლიშვილი (IV კურსი) პრაქტიკის გასავლელად  გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმყოფებოდნენ. პრაქტიკის პერიოდში ისინი სარგებლობდნენ თსსუ–ის საპატიო დოქტორის ბატონ იოჰან პრიოპსტერის მიერ გამოყოფილი სტიპენდიით.

სტუდენტები ყოველდღიურად მონაწილეობდნენ კონსილიუმებში, კონფერენციებსა და სტაციონარულ ვიზიტებში. საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ და ასისტენტობა გაეწიათ ქირურგიული ოპერაციებისას. ეუფლებოდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ტრანსპლანტატის აღების, ქსოვილის გაკერვის და სხვა სახის ტექნიკას. სტაჟირების დასასრულს თითოეულ სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.

სტაჟირებიდან დაბრუნებულმა სტუდენტებმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნეს კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტის, პროფესორ ჰელმუტ ჰანსის, ვიცე-პრეზიდენტის პროფესორ ტიმო ულრიხის, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელის პროფესორ მანანა ქუთელიას ღვაწლი წარმატებით ჩატარებული გაცვლითი პროგრამის გამო. მათივე სიტყვით, პროფესორ მანანა ქუთელიას ჩატარებული მოსამზადებელი ტრენინგი გერმანულ ენაში “ექიმისა და პაციენტის ინტერკულტურული კომუნიკაცია” ძალიან გამოადგათ პრაქტიკული საქმიანობისას გერმანელ კოლეგებთან და პაციენტებთან ურთიერთობაში

.