მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებული სტაჟირება ისრაელში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებული სტაჟირება ისრაელში

თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი სალომე ბარბაქაძე ზამთრის არდადეგების განმავლობაში საკუთარი სურვილით სტაჟირებაზე იმყოფებოდა ისრაელის, „Wolfson“ ჰოსპიტალში, მან გაიარა კლინიკური კურსი მეანობა–გინეკოლოგიაში ედიტ ვოლფსონის სამედიცინო ცენტრში, (თელ–ავივის უნივერსიტეტში) 5 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი მორიგეობდა შემდეგ დეპარტამენტებში: სამშობიარო ბლოკი, გინეკოლოგიის დეპარტამენტი და ქალთა გადაუდებელი დახმარების დეპერტამენტი. მონაწილეობა მიიღო საკეისრო კვეთების შესრულებაში.

„სალომე ბარბაქაძემ გამოამჟღავნა ინტერესი მეანობა–გინეკოლოგიის სფეროს შესწავლაში. იგი არის მოტივირებული და დაინტერესებული ადამიანი. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან თანამშრომლობა. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში,“ – აღნიშნულია ედიტ ვოლფსონის სამედიცინო ცენტრის ქალთა განყოფილების უფროსის, პროფესორ აბრაამ გოლანის სამადლობელო ბარათში.