2019 წლის 24 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
წელს, თბილისის სახელმწიფო სამედდიცინო უნივერსიტეტში სასწავლო კურსი 11 ქვეყნის 182-მა უცხოელმა სტუდენტმა დაასრულა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს აღნიშნულ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!