2022 წლის 3 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო კურსი 16 ქვეყნის 217-მა საერთაშორისო სტუდენტმა დაასრულა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს აღნიშნულ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!