2020 წლის 28 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო კურსი 7 ქვეყნის 60-მა საერთაშორისო სტუდენტმა დაასრულა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს აღნიშნულ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!