მედიკოს სტუდენტთა ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის (IFMSA)  გენერალური ასამბლეა მალტაში

მედიკოს სტუდენტთა ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის (IFMSA) გენერალური ასამბლეა მალტაში

2016 წლის 1 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) წარმომადგენლები: დავით ჩახუნაშვილი, ალექსანდრე გვენეტაძე და ნიკოლოზ გვაზავა იმყოფებოდნენ მედიკოს სტუდენტთა ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის (IFMSA) გენერალურ ასამბლეაზე მალტაში.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია მედიკოს სტუდენტთა ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა.

საქართველოს წარმომადგენელთა ვიზიტი მალტაში საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მათ  ღირსეულად წარადგინეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა  ყველა არსებულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.  საერთაშორისო სტუდენტთა საზოგადოებას გააცნეს საქართველოში მიმდინარე  და განხორციელებული აქტივობები, გააღრმავეს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის წევრ ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან.