მემორანდუმის გაფორმება

მემორანდუმის გაფორმება

   
   

2017 წლის 29 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიას შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ  და საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ირაკლი ფაღავამ.