მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის UniMan (საფრანგეთი) პროფესორი თსსუ-ში

მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის UniMan (საფრანგეთი) პროფესორი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, როგორც გასულ წელს, ასევე, წელსაც, მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის  - „UniMan“ (საფრანგეთი) -  წარმომადგენელს  მასპინძლობს. 

30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, თსსუ-ში პროფესორი რობერტ მიჩიტი (Robert Michit)  იმყოფება. პროფესორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის -  „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ - სტუდენტებისთვის, ჰოსპიტალური მენეჯმენტის აქტუალური საკითხების შესახებ, ლექციებს კითხულობს.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა, სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის „UniMan” თანამშრომლობის შედეგად, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და პროფესორ ბიძინა ზურაშვილის ძალისხმევით, 2012 წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე  ხორციელდება.