მე–8  საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

მე–8 საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

2016 წლის 8–10 ივლისს  სამთო კურორტ გუდაურში  ჩატარდა მე–8  საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი და თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მე–8  საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერების და პედაგოგების, პროფესორების   მელენტი და ვიტალი ყურაშვილების 100 და 95 წლის იუბილეს.

სწორედ ამ მიზეზით,  კონფერენცია მოგონებებით  დაიწყო:  პროფესორებმა –  ირაკლი მჭედლიშვილმა და    რევაზ კვერენჩხილაძემ,  ასოცირებულმა პროფესორებმა ლალი ბაქრაძემ და  მარინა გიორგობიანმა  დიდი სითბოთი და სიყვარულით ისაუბრეს  საკუთარი მასწავლებლების, დიდი მეცნიერების  ვიტალი და მელენტი ყურაშვილების ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე, გაიხსენეს მათთან ურთიერთობის ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი, ხოლო  ასისტენტ– პროფესორმა ბელა ყურაშვილმა ოჯახური ფოტოარქივის  ფონზე დიდი სიყვარულით მოიგონა მამა – პროფესორი ვიტალი ყურაშვილი.

მომხსენებლების მიერ  აღინიშნა , რომ უიშვიათესი ფაქტია, როდესაც  ერთი ოჯახის 5 შვილი – „ძმები ყურაშვილები“ – ყველა ასეთი წარმატებული ადამიანი იყო მეცნიერებაში. 

მოგონებების შემდგომ , კონფერენციაზე გაკეთდა სამეცნიერო პროგრამით განსაზღვრული მოხსენებები  მედიცინის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს როგორც სახელოვანმა თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა – თსსუ-ს პროფესორებმა და მიმართულებების ხელმძღვანელებმა, ასევე ახალგაზრდა მკვლევარებმა, თსსუ-ს დოქტორანტებმა.  

მე–8  საერთაშორისო კონფერენციაზე „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ წაკითხულ იქნა მოხსენებები:

გრელინის გავლენის შესწავლა მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციასა და  საკვების მიღების ჩვეულებას შორის კავშირზე, საყოფაცხოვრებო სიხშირის ელექტრომაგნიტურ გარემოში მომუშავე პირებში – მ. ნიკოლაიშვილი, ხ.დონდოლაძე, ლ.ბულისკირია, დ.ზურაბაშვილი (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი); 

მცხეთა–მთიანეთის რეგიონის რადიოეკოლოგიური მდგომარეობა და ახალშობილთა გენეტიკური დეფექტების განვითარების სიხშირე – ნ.ვეფხვაძე,ნ.ცხოვრებაძე, ი.კუგოტი, ი.ცხოვრებაძე, თ.ქოჩორაძე (თსსუ, პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი); 

სტატინების მოქმედება ღვიძლის და ჩონჩხის კუნთების ფუნქციურ აქტივობაზე – ნ. ანთელავა, ნ. გორგასლიძე, ა. კარსანიძე, მ.ოკუჯავა, მ.ღონღაძე, ქ.პაჭკორია (თსსუ ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტი);

ახალციხის რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შეფასება სურსათის უვნებლობის ზოგიერთი მაჩვენებლის შესწავლის მაგალითზე – ბ.ზურაშვილი, ნ.ვეფხვაძე, მ.გიორგობიანი, ნ.კილაძე, ე.ზედგენიძე, ო. მამაცაშვილი (თსსუ –ს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია, ახალციხის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრი);

პაციენტის რადიაციული უსაფრთხოება რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის დროს – ქ. მურჯიკნელი, თ. დარსანია (თსსუ–ს გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი);

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული ფაქტორები და ჯანმრთელობის მდგომარეობა – ნ. ხუნაშვილი, რ.კვერენჩხილაძე, მ.ციმაკურიძე, ლ.ბაქრაძე, ნ.ხაჭაპურიძე, დ.ზურაშვილი, მ. ციმაკურიძე, გ.კვერენჩხილაძე ( თსსუ–ს გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი);

ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო პროგრამის ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმოხილვა – ლ. გუმბარიძე, ლ. ბარამიძე (თსსუ –ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულება, ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტი);

სხვადასხვა ასაკის და სქესის აკრობატთა გაწვრთნილობის მონაცემები წინასაშეჯიბრო მზადების დროს – დ. ჩიტაშვილი, ე.კორინთელი, ნ.ბერიანიძე ( ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი);

დიოსკორიდი –  მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენციის საკითხებში – ა.კოჭლამაზაშვილი, მ.ნასყიდაშვილი (კავშირი საქართველო–საზღვარგარეთის ქვეყნების თანამეგობრობის საერთაშორისო საზოგადოების პროფილაქტიკური კარდიოლოგიის კაბინეტი);

ტიპი2 შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორებიდან–გლობალურ ეპიდემიამდე   – პროფესორი რამაზ ყურაშვილი;

პასიური მწეველი და თამბაქოს კვამლში ნიკოტინის შემცველობა – დ. ზურაბაშვილი, გ.ფარულავა (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი);

ფაქტობრივი კვებისა და „C” ვიტამინით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა და შეფასება ქვემო ქართლის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებში  – ბ.ყურაშვილი, ნ.ღორჯომელაძე, გ.კვერენჩხილაძე, ი.ზედგენიძე (თსსუ, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტი);

ადამიანური რესურსების განვითარების პოლიტიკის თავისებურებანი ჯანდაცვაში – ი.ზარნაძე, შ. ზარნაძე, ლ.მურუსიძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა დებატები და პოლემიკა კონფერენციაზე წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

მე–8  საერთაშორისო კონფერენციაზე „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ წაკითხული მოხსენებები სტატიების სახით დაიბეჭდა პროფესიულ ჟურნალში „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“ №3, 2016. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

კონფერენციის დასრულების შემდგომ,  მონაწილეებმა  მოილოცეს გერგეთის წმინდა სამების სახელობის ეკლესია.