მინი ფეხბურთის ტურნირი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მინი ფეხბურთის ტურნირი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბატონი ზაური ფხალაძის და ამავე ცენტრის თანამშრომლის, უნივერსიტეტის საფეხბურთო ნაკრების მწრვთნელის, ტურნირის მთავარი მსაჯის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ბატონი ვახტანგ ბაქანიძის ორგანიზებითა და ასევე სტუდენტური თვითმართველობის აქტიური ჩართულობით სამედიცინო უნივერსიტეტში არაერთი სპორტული ტურნირი იმართება.

დიდი იყო სტუდენტთა ინტერესი 9- 24 ოქტომბერს ჩატარებულ მინი საფეხბურთო ტურნირისადმი, რომელიც დიდი ქართველი ფეხბურთელების,  თბილისის „დინამო“-ს გუნდის კაპიტნის  შოთა იამანაძის, თავდამსხმელების  მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიების გამარჯვებული გუნდი გახდა „ინტერნაციონალი“, რომელმაც ფინალში დაამარცხა გუნდი „ლომთა-ლომი“- ანგარიშით 5:2, მესამე ადგილზე გავიდა ფარმაციის გუნდი.

სხვადსხვა ნომინაციაში დასახელდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები: მეკარე - შოთა სართანია, მცველი - გიორგი ვალიშვილი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - სოსო გიოშვილი, გოლიადორი - გიორგი პაიჭაძე (11 ბურთი). ფინალს დაესწრო და გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა შოთა იამანიძის შვილიშვილმა შოთა იამანიძემ.  

გამარჯვებულ გუნდეს გადაეცათ თასი და სიგელები.