მინისტრებისა და ვეტერანი ბორჯღალოსნების ამხანაგური მატჩს თსსუ–ის წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ

მინისტრებისა და ვეტერანი ბორჯღალოსნების ამხანაგური მატჩს თსსუ–ის წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა ამხანაგური მატჩი მინისტრებსა და ვეტერან ბორჯღალოსნებს შორის, რომელიც მსოფლიოს თასზე მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად ჩატარდა. 

მატჩი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილის ინიციატივით გაიმართა, ვეტერან ბორჯღალოსნებთან ერთად  მატჩშიც ისინი მონაწილეობდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ მათ სამახსოვრო თასები  გადაეცათ, სპეციალური პრიზი გამძლეობისათვის კი ვეტერან მორაგბეს - ავთო ღიბრაძეს ერგო.

რაგბის ამხანაგურ  მატჩს ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი,  სხვადასხვა სამინისტროების და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები.

მატჩს საგულშემატკივროდ  დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და სტუდენტები. ამ მატჩის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა დავით სერგეენკომ  პირველად სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 24 სექტემბერს, სტუდენტებთან შეხვედრისას გამოაცხადა და მიიწვია თსსუ–ის წარმომადგენლები მატჩზე დასასწრებად.