,,მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მომავალი C-ს გარეშე“

,,მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მომავალი C-ს გარეშე“

2017 წლის 10 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა  პროექტი – ,,მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მომავალი C-ს გარეშე“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

და საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. პროექტის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადდა თსსუ–ის 380 სტუდენტი, რათა მათ მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ კვალიფიციური ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების შესახებ (C ჰეპატიტი, კიბოს სკრინინგი, ვაქცინაცია-იმუნიზაცია, ანტენატალური მეთვალყურეობა, თამბაქოს მოხმარება).

პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად.  პროექტის ფარგლებში სტუდენტები გადანაწილდნენ სხვადასხვა უბნის  14 პოლიკლინიკაში  და  კარდაკარის პრინციპით თბილისში მცხოვრებ 47500 ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი უახლესი, მაღალეფექტიანი მედიკამენტებით. პროექტმა დადებითი შეფასება  მიიღო საზოგადოებისა და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროგრამაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს.