„მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“

„მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“

2012 წლის 20 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის „სადისერტაციო დარბაზში“, ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით,  ჩატარდა  საზოგადოების  დაარსებიდან 65  წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო  სტუდენტთა სამეცნიერო -კვლევითი კონფერენცია - „მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა წაიკითხეს ლექციები:

– „პორტული ჰიპერტენზიის მკურნალობის ახალი მეთოდი აუტოორგანული ბიოფილტრის გამოყენებით“;  „მომავლის მედიცინა, ქსოვილების ბიოინჟინერია და მათი პერსპექტივა კლინიკურ პრაქტიკაში“ - პროფესორი ზურაბ კაკაბაძე.

– „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები კლინიკურ პრაქტიკაში“; „კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები.“ - პროფესორი გოჩა შათირიშვილი.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჩატარდა მასტერ-კლასი ენდოსკოპურ ქირურგიაში.

მოწვეულ სტუმრებს და მონაწილეებს გადაეცათ საპატიო სიგელები.