“მორენის თვალის ცენტრის” პროფესორის რობერტ ქრისტიანსენის ლექცია

“მორენის თვალის ცენტრის” პროფესორის რობერტ ქრისტიანსენის ლექცია

   
   

2015 წლის 6 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრა ოფთალმოლოგი პროფესორი რობერტ ქრისტიანსენი ("მორენის თვალის ცენტრი" სოლთ ლეიქ სითი, იუტა, აშშ), რომელმაც წაიკითხა ლექცია ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის თემაზე: "დაბალი მხედველობის მქონე პაციენტთა ოპტიკური კორექცია და რეაბილიტაცია".

ლექციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი.

პარტნიორობისა და მეგობრობის ფარგლებში პროფესორმა რობერტ ქრისტიანსენმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა თვალის ულტრაბგერითი ბიომიკროსკოპი.

ვიზიტის დასასრულს ამერიკელმა კოლეგამ ქართველ რეზიდენტებთან ერთად მოინახულა "საქართველოს უსინათლოთა კავშირი" და გადასცა საჩუქრად ბრაილის შრიფტის მქონე პრინტერი და პორტატული კომპიუტერები.