მორიგი საქველმოქმედო აქცია  “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” ხაშურის რაიონში

მორიგი საქველმოქმედო აქცია “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” ხაშურის რაიონში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არასდროს დარჩენილა ყურადღების მიღმა. ის ყოველთვის ეხმაურებოდა საქველმოქმედო აქცია–შეთავაზებას და მის ფარგლებში, საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე დაყრდნობით დახმარებას უწევდა მოსახლეობას.

2014 წლის 12 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას – “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხაშურში  ჩატარდა მორიგი საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებმა.   მათ   ხაშურის “მედიკალ პარკის” კლინიკის ბაზაზე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს 100-ზე მეტ ბავშვს ხაშურიდან და ხაშურის რაიონის სოფლებიდან.

     

ბავშვებმა და მათმა მშობლებმა კონსულტაცია მიიღეს მაღალპროფესიონალი ექიმებისგან ალექსანდრე ბერულაშვილისგან (ქირურგი), თამაზ გაბუნიასგან (ტრავმატოლოგი), ანა ჩოჩიასგან (ნევროლოგი), მარინა გაგოშიძესგან (პედიატრი), ქეთევან გოგბერაშვილისგან (პედიატრი), ირმა კორინთელისგან (პედიატრი), ნინო სანოძისგან (პედიატრი), მედიკო გელაშვილისგან (პედიატრი), მარიამ ფხალაძისგან (ენდოკრინოლოგი), ნინო ჯანყარაშვილისგან (ენდოკრინოლოგი), მანანა კოკილაშვილისგან (ოფთალმოლოგი), ირინა კეკელიძისგან (ოტორინოლარინგოლოგი), ნინო ხვედელიანისგან (ყბა–სახის ქირურგი) და ანტონ კეკელიძისაგან (ოტორინოლარინგოლოგი), ნუკრი შალამბერიძისგან (ქირურგი).

საგანგებოდ აღინუსხა განსაკუთრებული შემთხვევები შემდგომი რეაგირებისათვის.  ამ შემთხვევების საფუძველზე შესაბამისი წერილი მომზადდება ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების სახელზე, რის შემდეგაც დაიგეგმება საჭირო ღონისძიებები.

როგორც აქციაში მონაწილე ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქველმოქმედო აქციას, ასეთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმებთან ვიზიტი მათი ბავშვებისთვის აუცილებელი და შედეგისმომტანი იყო, რადგან დედაქალაქში ჩასვლა და თანაც ვიზიტის თანხის გადახდა ბევრი მათგანისთვის პრობლემატურია...