მორიგი ტელეხიდი სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ)

მორიგი ტელეხიდი სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ)

2016 წლის 22 აპრილს, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დეკანის, პროფესორ ლელა მასხულიას ხელმძღვანელობით გაიმართა ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის.  ტელეხიდს ასევე ესწრებოდნენ: ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის სამედიცინო პერსონალი.    

ქართველმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ბარძაყის ძვლის მცირე ციბრუტის მოტეხილობის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ორი განსხვავებული სტრატეგია, რომელიც დამუშავდა და განხორციელდა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში. შემთხვევები წარმოადგინეს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა: ნასიმ დელფანინეჯადმა, ქეთევან კვიციანმა, მარი ჩილინგარაშვილმა და ქეთევან სივსივაძემ.

ტელეხიდის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს შორის.  ჩატარებულმა ღონისძიებამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი და დაიგეგმა მომდევნო ტელეხიდი, რომლის დროსაც კლინიკურ შემთხვევას წარმოადგენენ ამერიკელი სტუდენტები.