მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2017“ საზეიმოდ დაიხურა

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2017“ საზეიმოდ დაიხურა

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2017“ საზეიმოდ დაიხურა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების თეატრალური დასები, სტუდენტური თეატრები ირანიდან და უკრაინიდან.

დახურვის ცერემონია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი - „ჰიგია“ -ს ხელმძღვანელმა, მოყვარულმა რეჟისორმა, თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ. მან დიდი მადლობა გადაუხადა ფესტივალში მონაწილე დასების წევრებს, რეჟისორებს, თსსუ-ის ადმინისტრაციას, რექტორს, ყველას ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ფესტივალის განვითარების საქმეში. ნათია გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება,  სტუდენტური დასები  იზრდებიან  და პროფესიულად  იხვეწებიან. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია - ,,უნივერსიტეტისთვის საამაყოა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიბადა ფესტივალის დაარსების იდეა, რომ  ჩვენი უნივერსიტეტია ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი, თსსუ -ის ადმინისტრაცია  არ დაიშურებს ძალისხმევას და  ყოველთვის გვერდში დაუდგება ახალ წამოწყებებს და მოწინავე იდეებს“.

  •  ფესტივალის ჟიურის წევრებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს კონვერტები და გამოაცხადეს გამარჯვებულები:ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - მაშო კვინიხაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი);

•მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ნიკოლოზ დვალი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

•ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - სალომე აბესალაშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

•მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ბასტო გაგუა (კავკასიის უნივერსიტეტი);

•ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - თამარ ბოგველი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

•მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - თორნიკე ტარიელაშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი);

•ქალის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ანი ბობოხიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი);

•მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - გაგა ყაჭიური (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი);

•ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - თინა იუვენსტებარი (ირანის ეკონომიკური უნივერსიტეტი);

•თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის რჩეული - დავით პეტრიაშვილი (შავი ზღვის უნივერსიტეტი);

•მამაკაცის  მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ალექსეი იატსუტა (უკრაინის აგრარული უნივერსიტეტი);

•ფესტივალ „ნიღაბი 2017“-ის მთავარი აღმოჩენა - კატერინა ტაბაკოვა (უკრაინის აგრარული უნივერსიტეტი);

• ფესტივალ „ნიღაბი 2017“-ის მონაწილეთა რჩეული - ნინო ნიშნიანიძე (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას!