მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2019“ საზეიმოდ დაიხურა

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2019“ საზეიმოდ დაიხურა

2019 წლის 10 დეკემბერს, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - „ნიღაბი 2019“ საზეიმოდ დაიხურა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების თეატრალური დასები.

დახურვის ცერემონია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი - „ჰიგია“ -ს ხელმძღვანელმა, მოყვარულმა რეჟისორმა, თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია გუჯაბიძემ. მან დიდი მადლობა გადაუხადა ფესტივალში მონაწილე დასების წევრებს, რეჟისორებს, თსსუ-ის ადმინისტრაციას, რექტორს, ყველას ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ფესტივალის განვითარების საქმეში. ნათია გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება,  სტუდენტური დასები  იზრდებიან  და პროფესიულად იხვეწებიან. 

ფესტივალის ჟიურის წევრებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს კონვერტები და გამოაცხადეს ნომინაციებში გამარჯვებული მოყვარული მსახიობები:

დაჯილდოების ცერემონიაზე 12 ნომინაციიდან  4  ჯილდო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცა:

ფესტივალის აღმოჩენა (მთავარი ჯილდო) - ზურა მახარაშვილი;

ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი -ნინი ებიტაშვილი;

ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის  - თამარა ხორავა;

მაყურებელთა რჩეული - დაჩი დონღვანი. 

3-კავკასიის უნივერსიტეტის,   1 საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტის (სეუ),  2 პოლონეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის და 1 პრიზი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას!