ნიუ-ჯერსის (აშშ) სამედიცინო სკოლის დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობერტ შვარცის ლექციები თსსუ-ში

ნიუ-ჯერსის (აშშ) სამედიცინო სკოლის დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობერტ შვარცის ლექციები თსსუ-ში

2012 წლის 28 მაისიდან პირველ ივნისამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ნიუ-ჯერსის (აშშ) სამედიცინო სკოლის დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რობერტ შვარცი.
ამერიკელმა კოლეგამ თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

“ანტიოქსიდანტები დერმატოლოგიაში”; “კანის ნიშნები შინაგანი დააავადებების დროს ბავშვებში”; “კაპოზის სარკომა”; “კლინიკურად პრობლემური შემთხვევები”; “სამი ყველაზე ხშირი კანის ნეიროსინდრომები: ნეიროფირომატოზი, ტუბეროზული სკლეროზი, ITO ჰიპომელანოზი”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.