ნოვი-სადის უნივერსიტეტის (სერბეთი) პულმონოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის ბრონისლავ იერემიკის (სერბეთი) ლექციები თსსუ–ში

ნოვი-სადის უნივერსიტეტის (სერბეთი) პულმონოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის ბრონისლავ იერემიკის (სერბეთი) ლექციები თსსუ–ში

 

2012 წლის 2–11 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური მოწვევით სტუმრობდა ნოვი-სადის უნივერსიტეტის (სერბეთი) პულმონოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ბრონისლავ იერემიკი.

სერბმა კოლეგამ გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის აუდიტორიაში მედიცინის ფაკულტეტის ქართული და უცხოენოვანი სექტორის III კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:
“რადიაციული ონკოლოგიის როლი ზოგადი ონკოლოგიის მკურნალობაში”;
“სამედიცინო ფიზიკის ძირითადი ასპექტები რადიოთერაპიაში”;
“რადიოთერაპიის რადიობიოლოგიური საფუძვლები”;
“რადიაციულ ონკოლოგიაში გამოსახულების თანამედროვე რეჟიმები”;
“რადიოთერაპიაში რადიაციული ონკოლოგიის მკურნალობის, დიაგნოსტიკის და ეტაპების დაგეგმვა”;
“კლინიკური მკურნალობის დანიშვნისას დროის და ეტაპების რეგულირების ფაქტორები”;
“რადიოთერაპიის კომბინირება ქირურგიულ მკურნალობასთან/ქიმიოთერაპიასთან”;
“ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები I (თავის ტვინი, თავის ქალა და კისერი, ფილტვი)”;
“ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეები II–ს (გასტროინტესტინალური, შარდ–სასქესო, გინეკოლოგიური, ძუძუს) რადიოთერაპია”;
“ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების რადიოთერაპია”;
“მეტასტაზებისა და უკურნებელი ავთვისებიანი სიმსივნეების პალიატიური რადიოთერაპია”.