ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მასტერკლასების ციკლის მეორე ეტაპი

ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მასტერკლასების ციკლის მეორე ეტაპი

   
   

2016 წლის 16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა ლექცია-მასტერკლასების ციკლის, „თანამედროვე რესტავრაციული სტომატოლოგიისა და კლინიკური ენდოდონტიის პრაქტიკული საკითხები“, მეორე ეტაპი, რომელიც განახორციელეს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  მარინა მამალაძემ და თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორმა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ლია სანოძემ.

ლექცია-მასტერკლასზე დასასწრებად მოპატიჟებული იყო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკების (აპოლონ ურუშაძის სახელობის, თსსუ N.1  და N.2 სტომატოლოგიური კლინიკები) 16 ექიმი.

ლექცია–მასტერკლასმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ექიმებმა პროფესორ მარინა მამალაძეს მრავალი კითხვა დაუსვეს კბილთა ენდოდონტიური მკურნალობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ და ბევრი პრაქტიკული რჩევაც მიიღეს.

მარტის თვეში ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მიერ დაწყებული ლექციამასტერ კლასების IV-V ციკლი ჩატარდება, რომელიც თანამედროვე საბჟენ სარესტავრაციო  მასალებსა და ესთეტიკურ ოდონტოლოგიას მიეძღვნება.