ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, მარინა მამალაძის ვიზიტი დუბლინში

ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, მარინა მამალაძის ვიზიტი დუბლინში

   
   

2015 წლის 7-11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა მამალაძე იმყოფებოდა ქ. დუბლინში (ირლანდია) სტომატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICD-2015).

პროფესორი მარინა მამალაძე აღნიშნული ორგანიზაციის წევრია 2013 წლიდან. დუბლინის კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემადგენელი, მისი სამეცნიერო სესიაა. სესიაზე კოლეგებმა ბრიტანეთიდან, სამხრეთ ირლანდიიდან და ამერიკის შეერტებული შტატებიდან რამდენიმე საინტერესო მოხსენება წარმოადგინეს. მათგან ყველაზე საინტერესო იყო პროფესორ ჰ. დუნკანის მოხსენება „ცოცხალი პულპის მკურნალობის, ძველი და ახალი პრობლემები“ და  პროფესორ დ. ქენევანის მოხსენება „იმპლანტაციის შემდგომი ტკივილების მართვა“.