თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის,პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ყოველწლიური ტრადიციული კონფერენცია „სოციოლოგია მედიცინაში“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორესემესტრელმა სტუდენტებმა: კონსტანტინე აბშილავამ, ანი გვირჯიშვილმა, მაგდა მოდებაძემ, კესო ბულისკერიამ, გიორგი მაჭავარიანმა, ანი ჯანელიძემ, სალომე ზურაშვილმა, თინათინ კიკნაძემ, ნუცა პავლიაშვილმა, ანა ჟოჟაძემ, მოათ ადნანმა. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა: საზოგადოების ჯანმრთელობითი ქცევა, ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე გლობალური გამოწვევები, სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე, ჯანდაცვის სისტემისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, კოვიდ ვირუსთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. სტუდენტებმა კარგად გამოავლინეს პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე საკუთარი პოზიციის წარდგენისა და ანალიზის უნარი.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სტუდენტთა შესაძლებლობები და დასახა მომავალი კვლევების ჩატარების პერსპექტივები.