2021 წლის 25-26 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - „ჯანდაცვის მომავალი 21 საუკუნეში“, რომელიც მიეძღვნა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის 95 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კაფკას (თურქეთი) უნივერსიტეტის, ნიტრას (სლოვაკეთი) უნივერსიტეტის, სიენას (იტალია) უნივერსიტეტის, პარიზის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
კონფერენციის მუშაობის პირველი დღე დაეთმო პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო ანგარიშებს, ხოლო მეორე დღე - სტუდენტების მოხსენებებსა და პოსტერულ პრეზენტაციებს. კონფერენციის მოკლე სესია მიეძღვნა საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა ,,კურსერას“ ევროპის რეგიონული დირექტორის, ბატონ ენდი პოლოს პრეზენტაციას.